მამუკა ბახტაძე: ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა - ეს არ გამოუვათ
18-10-2018, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფარულ აუდიოჩანაწერებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება. მისი თქმით, ოპონენტები „რეალობის მოდელირებასა" და „ტვინის გამორეცხვას" ცდილობენ.

 


„ქართული ოცნება" და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართულმა საზოგადოებამ აირჩია სწორედ ამ მიზნით, რომ მსგავსი სისტემური დანაშაულებები საქართველოში დასრულებულიყო. დღეს, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ, ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ, ისევე როგორც არ გამოუვათ, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოება როგორ აფასებს ამ ყველაფერს, ეს აისახა ჩვენს საერთაშორისო რეიტინგზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რომ შეეკითხოთ ეს ამბავი, მათთვის მნიშვნელოვანწილად არ იქნებოდა სიურპრიზი, რადგან ყოველთვის იყო ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რაზე იყვნენ ისინი წამსვლელი. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური სურათი”, აცხადებს პრემიერ მინისტრი ბახტაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი