არჩევნების კონტექსტში დესტაბილიზაცია იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე და ამატებს, რომ ამგვარი არეულობის მოწყობა იგეგმებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან მყოფმა ადამიანებმა რუსთაველზე კარვების გაშლა მოინდომეს.
„არჩევნების წინ საქართველოში ყოველთვის ვრცელდება ინფორმაციები დესტაბილიზაციაზე. ხან აქვს ამ ინფორმაციას საფუძველი, ხან არა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციას გარკვეული საფუძველი აქვს და არა მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან. კარგა ხანია, ასეთი ხმები მუსირებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან მყოფმა ადამიანებმა რუსთაველზე კარვების გაშლა მოინდომეს, სამწუხაროდ, ჩემთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ამ ადამიანების უბედურების გამოყენებას აპირებდა გარკვეული პოლიტიკური ძალა. დასახელებას არ დავიწყებ, მაგრამ ის, რომ არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა იყო ამ ორი ადამიანის უბედურებაზე აგებული, ეს მაშინაც ვიცოდი. კარვებთან დაკავშირებით ლაპარაკი იყო რაღაც ექსცესის მოწყობაზე – აფეთქება იქნებოდა ეს თუ სხვა, რათა ამას მოჰყოლოდა საზოგადოების შესაბამისი რეაგირება.
ახლა როგორც ინფორმაცია მომდის, ასეთი რამ არჩევნების კონტექსტში იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება. ასეთი დეტალური ინფორმაცია თუ არის, ხელისფლებას მოეთხოვება, მაქსიმალური ნაბიჯები გადადგას, რომ ასეთი რამ აირიდოს. პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ შს მინისტრის განცხადება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ექსცესები თავიდან იქნას არიდებული. ვთვლი, ისეთი ტიპის ინფორმაცია დაგროვდა, რომ უკვე საჭიროა უფრო აქტიური პრევენცია. მე რეპრესიებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პრევენციას, რომელიც გულისხმობს გაფრთხილებას, რომ სიტუაცია არ დაიძაბოს“, განაცხადა მამუკა არეშიძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.