ნინო ბურჯანაძე: არ დაგაცინინებთ თავს ბატონო ბიძინა და დანარჩენებო, ვინც მის ირგვლივ ხართ
18-10-2018, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. 

 

 

ნინო ბურჯანაძის თქმით, პროკურატურამ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ჩანაწერები არჩევნებამდე შეგნებულად რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.

 

 

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში კრიტიკული მდგომარეობაა შექმნილი და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

 

 

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებისთვის მთავარია მისი პოლიტიკური ინტერესი. ამის აბსოლუტური დადასტურებაა ის, რომ თურმე 2015 წელს აღმოჩენილი მასალები პატარკაციშვილის მკვლელობასთან თუ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, მხოლოდ დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სად იყავით, ბატონებო ამდენი ხნის განმავლობაში, როდემდე უნდა დასცინოთ საზოგადოებას, როდესაც ყველა არჩევნების წინ გაგახსენდებათ ჟვანიას მკვლელობა, 26 მაისი“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი