პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "იმედთან" კომენტარი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ამით დაიწყება კანონიერების აღდგენა ქვეყანაში, თუ მიიყვანენ სასწრაფოდ ამ საქმეს ბოლომდე.
„ხელისუფლება რომ მოვიდა მაშინვე უნდა მიეღოთ ზომები, კოჰაბიტაცია არ უნდა წასულიყო... თქვენ მითხარით ერთი რომელიმეს ბოდიში მოუხდია 7 ნოემბერზე ან 26 მაისზე ან საერთოდ? ... არა, ეს ჩანაწერი იმიტომ მოითხოვეს, რომ თვითონ იმათ უფრო რეალურად გააგრძელონ ეგ ამბავი... იმედს გამოვთქვამ, რომ აი ამით დაიწყება კანონიერების აღდგენა ქვეყანაში, თუ მიიყვანენ სასწრაფოდ ამ საქმეს ბოლომდე, იმიტომ რომ კიდევ არის სხვა გახმაურებელი [საქმეები]. მთავარია, ერთი მაინც მიიყვანონ ბოლომდე და შემდეგ გზა გაეხსნება სხვა გახმაურებულ საქმეებსაც“, აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა და დაამატა:
„და კიდევ ერთი რაც მინდა მეთქვა. არ შეიძლება ადამიანებს, რომლებსაც ასეთ საქმეებში დანაშაული მიუძღვით, რომ კიდევ ჰქონდეთ იმის უფლება, რომ მივიდნენ მიკროფონთან და ჭკუა ასწავლონ ხალხს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.