საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.
თურქმენეთის პრეზიდენტისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები და თურქმენეთის დელეგაცია ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების შემადგენლობით დაესწრნენ.
თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გადასცა.
როგორც გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, ეს არის მეცნიერებათა აკადემიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის დიდი პატივია მის საპატიო წევრად აირჩიოს თურქმენეთის პრეზიდენტი, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი პოლიტიკოსი.
როგორც კვესიტაძემ განაცხადა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის დიდი ძვრები, რომელიც თურქმენეთის აღმშენებლობაშია გატარებული. მისი თქმით, თურქმენეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეცნიერებას და მის განვითარებას.
კვესიტაძის თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის არჩევა მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად განპირობებულია მისი წვლილით, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტს შეტანილი აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ქართველ და თურქმენ ხალხს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის.
თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა ჯილდოსთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ საპატიო აკადემიკოსის დიპლომის მიღება არის განსაკუთრებული პატივისცემის ნიშანი.
მისივე თქმით, თურქმენეთში დიდი ყურადღება ექცევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას და ხდება ხელშეწყობა სამეცნიერო და კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბების კუთხით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.