ლალი მაროშკინა: მე ვფიქრობ, რომ სუბელიანს უნდა ჩემთან შეხვედრა და ეს იყო მესიჯი იმისთვის, რომ მე ის ვინახულო
18-10-2018, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მაროშკინა გლდანის ციხეში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც მირზა სუბელიანი მას ახსენებს.

 

 

აუდიოჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ კახა კახიშვილი სოზარ სუბარის წინააღმდეგ ლალი მოროშკინას დახმარებით მოქმედებდა.

 

 

მაროშკინა ამბობს, რომ კახა კახიშვილი 2013 წლამდე ექსპერტი იყო და მისი დახმარება რაიმე მოსაზრების გასავრცელებლად არ დასჭირდებოდა. მოროშკინას თქმით, აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ მიხვდა, რომ მირზა სუბელიანს მასთან შეხვედრა.

 

 

„კახიშვილს რა სჭირდა საიმისო, რომ მე უნდა გამეხმოვანებინა რომელიმე მისი აზრი, კახიშვილი იმ პერიოდში იყო ექსპერტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ეთერში იჯდა და ამბობდა, რასაც თვლიდა საჭიროდ. მათ შორის, გვაკრიტიკებდა ჩვენ.

 

 

მე ვფიქრობ, რომ სუბელიანს უნდა ჩემთან შეხვედრა და ეს იყო მესიჯი იმისთვის, რომ მე ის ვინახულო, მით უმეტეს მე დავპირდი, რომ გნახავ აუცილებლად. იმიტომ, რომ მას ახლა რეალურად უჭირს მორალურად“, განაცხადა ლალი მაროშკინამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი