„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრისას ხობში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის თვითმყოფადობის წინააღმდეგ არასოდეს არ წავა.
„ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადოების წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ- ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგზოგიერთებს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ყველას მოგიწოდოთ, რომ 28 ოქტომბერს გადავდოთ ჩვენი საქმეები, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ხმა მოივცეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა!“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.