შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ფარული მიყურადება ხორციელდება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმაურება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს და არ გამორიცხავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუდიოჩანაწერი წინასაარჩევნო პერიოდში გასაჯაროვდეს.
„თუ რამე მოსმენა ხდება ლეგიტიმურად გამოძიების ფარგლებში და იქნება რომელიმე მათგანთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი, ბუნებრივია, ასეთს შეიძლება როდესმე დაველოდოთ, ეს ზოგადად და პირობითად. თუმცა, კონკრეტული გამოძიების დეტალებზე მე არ შემიძლია, დღეს პასუხი გაგცეთ“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.