ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული და ამჟამად უკვე გათავისუფლებული მაია ოთინაშვილი მისი დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დღეებს იხსენებს.
„ვერ წამაქციეს, მიყვიროდნენ - დაწექი - თან მაგინებდნენ, ცუდ სიტყვებს მეუბნებოდნენ. საშინელება იყო....
ერთ-ერთ ბიჭს ჩამოვხსენი ნიღაბი, მოვაცალე და ეგ არ უნდოდათ რომ დამენახა. მერე ჩამარტყეს კონდახი. ხელბორკილები, რომ გამიკეთეს, უკვე ვერაფერი გავაკეთე. მაინც არ მივდევდი, არ მივყვებოდი, მაგრამ ჩხუბით წამათრიეს. რომ ვერ წამაქციეს, მუხლი ჩამარტყა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა....
ორშაბათს გამიღეს კარები და ვიღაცას უნდაო შენი ნახვაო და მაღლა ამიყვანეს მესამე სართულზე - იქ მეკითხებოდნენ, რატომ გადმოვკვეთე საზღვარიო. მე ვუთხარი, მე არ გადმომიკვეთავს საზღვარი, პირიქით, ჩემს მხარეს იყვნენ გადმოსულები და თურმე, აქედან ბრალი წამიყენეს, რომ გადავიდა მავთულების იქით და აქეთ დავიჭირეთ და მაგაზე ხელი მქონდა მოწერილი იმიტომ, რომ რუსებმა მომაწერინეს ძალით ხელი. მე მეტი საშუალება რომ არ მქონდა, ვიდექი და ვაწერდი ხელს ყველაფერზე, მეშინოდა", განუცხადა მაია ოთინაშვილმა „რუსთავი 2"-ს.
ოთინაშვილის თქმით, მის გათავისუფლებაში დიდი როლი ოსი სპორტსმენების აქტიურობამ იქონია.
„როგორც გავიგე მერე, თურმე სპორტსმენები ყოფილან იქაურები და ქართველი სპორტსმენები და მაგათ მართლა, რაც ეგენი შემოვიდნენ ჩემთან სანახავად, მაგის მერე ჩვენ ქართველს არაფერი ეწყინოს, ჩვენ ქართველს არაფერი აწყენინოთ, ჩვენ ქართველს არაფერი მოაკლოთ, მერე და მერე, უკვე,რომ მითხრეს, ახლა გაგიშვებენ მალეო, უკვე იმდენად აღარ მეშინოდა", განაცხადა მაია ოთინაშვილმა.
სამი შვილის დედა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს დააკავეს. მისი გათავისუფლება 10 ოქტომბერს მოხერხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.