„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს. კომპანიის წარმომადგენლის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორიდან“ კიდევ ორ აუდიოჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს.
„პირველი აუდიოფაილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნის მიხედვით, ასევე გამოიკვეთა ის მონაკვეთები, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ფაილს, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერს შორის. ამ აუდიოფაილის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერებს შორის ზემოხსენებული საუბარი შედგა 2017 წლის 26 აპრილს. ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტურობა. პირველი - ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში, ასევე განმარტავს, რომ ფონდი ანუ პარტია შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50%-იანი წილის მფლობელად და ასევე, დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია უფროსი მეგობარი, შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიოჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიოფაილის სხვადასხვა სექციისგან“, აცხადებს ლევან აღდგომელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.