გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით დარეგისტრირდება - გიორგი ვაშაძე ცესკო-ს, „ქართული ოცნების“ დავალებით, უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს
19-10-2018, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების" უკანონო დავალებების შესრულებაში სდებს ბრალს.

 

 

როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საარჩევნო ბიულეტენებში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არა „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატად, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება რეგისტრირებული.

 

 

ვაშაძე ამბობს, რომ აღნიშნულით მმართველი პოლიტიკური გუნდი ცდილობს, გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლა „ქართულ ოცნებასთან" ისე წარმოაჩინოს, როგორც ორი პარტიის ბრძოლა. 

 


„კიდევ ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ასრულებს „ქართული ოცნების" დავალებას - 28 სექტემბერს, ჩვენ მივმართეთ ცესკოს, რომ ჩვენს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს სახელით, რაც უნდა დაფიქსირებულიყო საარჩევნო ბიულეტენში. სამწუხაროდ, ცესკომ გუშინწინ მიიღო ისევ „ქართული ოცნების" დავალებით გადაწყვეტილება, რომ უარი გვეთქვა ამ ყველაფერზე. 6 შუალედურ არჩევნებში, 6 ოლქში ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია"-ს სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატზე რომ დაწერილიყო იგივე სახელი, ამაზე უარი გვითხრა ცესკომ.

 

 

აბსურდი მიდის იქამდე, რომ ცესკოს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ჩვენს მოთხოვნას და ყველა დანარჩენმა წევრმა, რომელსაც აკონტროლებს „ქართული ოცნება“, უარი თქვა ამ ყველაფერზე. იმ დონეზეა მისული ყველაფერი, რომ შეუძლიათ ასეთი სცენარებიც კი გაითამაშონ.

 

 

მინდა მივმართო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ - ასეთი ხრიკები ვერ გამოგადგებათ და ნადმვილად ვერ გიშველით. მესმის, რომ თქვენი მცდელობაა, დეზორიენტირება მოახდინოთ ჩვენი ამომრჩევლის იმიტომ, რომ კამპანიას გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ვატარებთ. მესმის, რომ ეს გაერთიანება გაშინებთ იმიტომ, რომ მასში შედის 11 პოლიტიკური ძალა. მესმის, რომ გინდათ წარმოაჩინოთ ეს, როგორც ბრძოლა ორ პარტიას შორის, მაგრამ ერთი რამე არის - ქართველი ამომრჩეველი 28 ოქტომბერს მიიღებს აბსოლუტურად სამართლიან გადაწყვეტილებას და აუცილებლად წარსულს ჩააბარებს იმ უკანონო ქმედებებს, რასაც თქვენ ახორციელებთ საქართველოში. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი იაფფასიანი ხრიკებით, ასეთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით თქვენ შედეგზე ვეერც ერთ შემთხვევაში ვერ გახვალთ", განაცხადა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი