ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი
19-10-2018, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აბაშაში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.

 


„ზოგიერთი კანდიდატისა თუ პარტიული ძალის მცდელობა, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, დაპირიპირება, შანტაჟი და შიში, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდით, გვტკიოდა, უნდა დასრულდეს.

 

 

ჩვენ უფლება არ გვაქვს, უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია - სიბნელეს უნდა ვარჩიოთ ნათელი სახე, ოკუპანტის ერთგულ მსახურს, როგორებიც ზოგიერთი ოპონენტები არიან, უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, ისეთი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. ძალადობას და არეულობას უნდა ვარჩიოთ სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი", განაცხადა სიტყვით გამოსვლისას წილოსანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი