სალომე ზურაბიშვილი: ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია
19-10-2018, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხადრაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში.

 


ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სირცხვილია ის, რომ დღემდე არ არის გამოძიებული, თუ რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

 


„ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, რადგან მე არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ დროს და არც ერთ ადგილას არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე, თუნდაც სააკაშვილის ოპოზიციის დროს, როცა ქუჩაში ვიდექი, სულ ვიძახდი: „არ შეიძლება გადატრიალება, ჩვენ არჩევნების გზით უნდა მოვიპოვოთ ხელისუფლება” და ამ აზრზე ვარ სულ, ბოლოს და ბოლოს ვარ არამხოლოდ ქართველი და ქართულ კულტურაზე აღზრდილი, ასევე ევროპელი ვარ, ეს ჩემშია, ამიტომ მე შეიძლება მხოლოდ პატივისცემით მივმართო საქართველოს პირველ პრეზიდენტს, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, დავასრულებინო, ჩემს კომპეტენციაში არ იქნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ გამოძიება. გუშინდელ ჩემს გამოსვლას გამოეხმაურა ოჯახი, რომ დრო იწურება, 25-წლიანი ვადა არის სანამ შეიძლება ეს გამოძიება დასრულდეს, ან გადავადება მოხდეს. როგორც კი ამირჩევენ და ფიცს დავდებ, ვნახავ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს დასრულდეს, რადგან ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, რომ მისი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის პირობები დღემდე არ არის გარკვეული“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი