"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას აქვს ადგილი. ვიდეოგადაღება ერთ-ერთმა ბრალდებულმა მაჯის საათში ჩამონტაჟებული კამერით შეძლო.
ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდება, თუმცა როგორც ცნობილია მანამდე ფილიპე ბაბაიანს და არტურ ოგანეზიანს სამართალდამცველები ღამის კლუბში გაუსწორდნენ, სადაც დაკავებულების ახლობლების განცხადებით, მათ შელაპარაკება პოლიციის ერთ–ერთ მაღალჩინოსანთან მოუვიდათ, შემდეგ მათი ცემა უკვე განყოფილებაში გაგრძელდა.
დაკავებულები ამჟამად წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებიან, ოჯახი კი პოლიციელების იდენტიფიცირებას და დასჯას ითხოვს. სკანდალური შემთხვვა ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.