„საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოთ სახელი“ - თამარ ჟვანია გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
19-10-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს ცენრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობს.

 

 

შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომ ცესკომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საარჩევნო ბიულეტენებში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არა „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატად, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება რეგისტრირებული, თამარ ჟვანია ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსი არ იძლეოდა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თავიდან, როდესაც დაარეგისტრირა კანდიდატები როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში, მან თავისი თავი დაარეგისტრირა როგორც სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ეს მომართვა ეხებოდა ცესკო-ს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს და ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოთ სახელი", განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი