„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.
როგორც გიგი უგულავამ ქუთაისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიას დღეს კიდევ რვა ადამიანი ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თერჯოლიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან და აჭარიდან შეუერთდა.
„წითელი ხაზია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მათი პარტიის მხრიდან. ეს არის საკუთარ სინდისთან კომპრომისი, ეს არის თემა, რომლის გამოც, თითოეულ ამ ადამიანს მოუწევს თავის მართლება საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინაშე იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნელად მოქმედი ნაღმი ჩადებული ჩვენი ქვეყნის სახელწმიფოებრიობის საფუძველში. ამიტომ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ამას - სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური მნიშვნელობით ჯილეხი და ის, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი", განაცხადა უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.