ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, – განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხადრაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ტურისტებს უნდა გააცნონ, რა არის ღირებული საქართველოსთვის, ასევე – რა არის ქვეყნის ფასეულობა და კულტურული სიმდიდრე.
„კონსტანტინე გამსახურდიას ქალაქში ნათქვამს, სადაც ის დაიბადა და სადაც არის მისი სახლ-მუზეუმი, სხვა დატვირთვა აქვს. გავიგე, რომ ამ სახლ-მუზეუმს მალე რესტავრაცია ჩაუტარდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია ტურიზმისთვისაც.
ტურიზმს ზოგჯერ მხოლოდ რაოდენობრივად ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ ის სხვანაირადაც უნდა დავინახოთ. ტურისტებს უნდა გავაცნოთ, რა არის ღირებული საქართველოსთვის, რა არის ჩვენი ფასეულობა და კულტურული სიმდიდრე. ამ კუთხით ტურიზმის განვითარება შესაძლებელია სახლ-მუზეუმების ქსელით“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.