მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოზე“ საუბრობს: ენგრევათ პარტია - პარლამენტის წევრები გაურბიან პარტიიდან
19-10-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება.

 


გიგი უგულავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის რიგებიდან მათ რიგებში 8 ადამიანი გადავიდა, მათ შორის, წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე შვანგირაძე. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის კონსტანტინე შვანგირაძე.

 


„არც ერთი ის წევრი, რომელიც აქამდე გვერდით დაუყენებია უგულავას, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრები არ არიან. უფრო მეტიც, დღეს იცით, რა გააკეთა? გვერდით დაიყენა მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებშიც მათ ახალგაზრდულში იყვნენ.... კონსტანტინე შვანგირაძე წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, მაგრამ ამასაც დავაზუსტებ თუ გნებავთ. დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია იქნება, რაც დანარჩენი 60 კაცის შემთხვევაში. წინა შემთხვევაში, გახსოვთ, ალბათ, „პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი დაიყენა გვერდით და თქვა, რომ ეს ადამიანი გადმოვიდა „ქართული ოცნებიდან". ამ სპექტაკლს აგრძელებს და ყველა წინა თემის გადასაფარად, ცდილობს, რომ ახალი თემა გამოიგონოს მაშინ, როდესაც თავად გაურბიან მათ შორის პარლამენტის წევრები პარტიიდან და ენგრევათ პარტია", აღნიშნა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი