პარლამენტში, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018“ – ის რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
ფორუმი მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის შეფასების კრიტერიუმების განხილვას და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში, მათი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.
ღონისძიებაში 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგატი ვალერი ხურცია, წარმოდგენილ 64 მუნიციპალიტეტს შორის, ბიუჯეტირების საუკეთესო პროექტისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
ინფორმაციას წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.