ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში საჯარო სკოლის დაარსებიდან 50 წლის იუბილე აღინიშნა.
„ღონისძიების ორგანიზატორები ლელოვნის საჯარო სკოლის დირექცია და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორისა და აკადემიკოს ვაჟა ბერიძის თაოსნობით, ამავე სკოლის 1970 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ.
მათივე ინიციატივით, აღინიშნა ღვაწლმოსილი პედაგოგის, მავრა გამეზარდაშვილის პედაგოგიური შემოქმედების 60 წლისთავი.
ქალბატონი მავრა 1947-2007 წლებში აქტიურად მოღვაწეობდა სოფელ ლელოვანის ჯერ 8-წლიან, ხოლო 1968 წლიდან საშუალო სკოლაში გეოგრაფიისა და გერმანული ენის მასწავლებლად. იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა ქების სიგელითა და მედლით. 1975 წელს პედაგოგიურ სარბიელზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიენიჭა სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება.
სკოლის საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ასოციაცია „მესხეთის“ პრეზიდენტი ამირან მექვაბიშვილი და ასოციაციის 4 წევრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ზურა ბეთხოშვილი, ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი, ადიგენის საჯარო სკოლების დირექტორები და კულტურის სამსახურის შემოქმედებითი ჯგუფი", ნათქვამია ადიგენის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.