სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, არასამთავრობო სექტორმა გუბერნატორს საქმიანობის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავის მხრივ, ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და არასამათავრობო ორგანიზაციებთან მჭირდო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.