ირაკლი ხახუბია: სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით
19-10-2018, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფოთელებისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენს ქალაქში ნიკო ნიკოლაძეობა აღინიშნება. სასიხარულოა, რომ სწორედ დღეს, ჩვენთან ერთად, ქალბატონი სალომე ბრძანდება. ქალბატონი სალომე, მოგეხსენებათ, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, განაცხადა ირაკლი ხახუბიამ ფოთში, სადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.

 

 

„იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ჩვენი ქალაქი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პირველი ნათურა საქართველოში აინთო ქალაქ ფოთში. ეს იყო დიდი ნიკო ნიკოლაძის დამსახურება. მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული ფოთის პორტი, რკინიგზა. მისი 18 წლიანი მერობის განმავლობაში გაშენდა ეს ქალაქი, რომელიც იყო ჭაობიანი. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით აისახა ასეთი პატარა, ლამაზი ქალაქი მსოფლიო რუქაზე.

 

 

რაც შეეხება თავად ქალბატონ სალომეს, იგი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას", განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი