მსოფლიო ბანი, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ „იავნანას" წინააღმდეგ, პროვოკაცია იგეგმება, რასაც ბურჭულაძე 25 ოქტომბერს ფონდის მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო გალა-კონცერტს უკავშირებს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იავნანას" წინააღმდეგ, იგეგმება მორიგი პროვოკაცია.... გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ და ჩადიან იმ ოჯახებთან, ვისაც ფონდი დაეხმარა. მინდა მივმართო „იავნანას" ყველა ოჯახს - არ მოტყუვდეთ არც ფონდით, მე თქვენთან არც ინტერვიუსთვის და არც სხვა საკითხთან დაკავშირებით, არავის არ ვაგზავნი. ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოვუწოდებ, შეწყვიტოს ეს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე, უთხრას, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ყველაზე მეტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა. ერთი წელია, ფონდი ვეღარ აკეთებს თავის საქმეს. ერთი წელია, სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი გასცემდა. მე დღეს მივმართავ საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით - დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირთ, სანამ „იავნანა" სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას. მანამდე მიხედეთ ამ ხალხს - თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ საქართველოს პროკურატურასაც გადავეცით იმ ოჯახების სია, ვისთვისაც გვინდოდა დახმარების გაწევა და თქვენც გიგზავნით საქართველოს მთავრობას - ბატონ პრემიერ მინისტრს. და ესეც მინდა ყველამ იცოდეს, რომ 25 ოქტომბრიდან ფონდი „იავნანა" ჩაერთვება და ახალ სიცოცხლეს დაიწყებს, ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის", განაცხადა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.