სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი: ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი
19-10-2018, 19:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა „კურიერს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი.

 

 

სუს-ში  ამბობენ, რომ მასალების გამოქვეყნებას ჯერ არ აპირებენ და გაასაჯაროებენ მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლიან.

 

 

კონკრეტულად ვინ, როდის და რა სახის არეულობას აპირებდა, ქართულ სპეცსამსახურებში არ პასუხობენ.

 

 

„უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი. ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, სევე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დამძიმება, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, თუმცა შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას. ამ მიმართულებით შსს-სთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას“,  განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი