დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, აცხადებს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს.
„ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.