გია ვოლსკი: გიგი უგულავას პოლიტიკური კუნთების თამაში სჩვევია
19-10-2018, 19:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას  გავრცელებულ ინფორმაციას.

 

 

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ითქვა, რომ მცხეთაში, „ქართული ოცნების“ რიგებს ადამიანები ტოვებდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

 

 

„ეს ისევ იმ ზღაპრებიდან არის, რომელიც გიგი უგულავას ავტორობით არაერთხელ გვსმენია. გიგი უგულავას თავისი სიძლიერის, პოლიტიკური კუნთების თამაში სჩვევია“, დასძინა ვოლსკიმ.

 

 

გიგი უგულავას მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ რვა ადამიანმა დატოვა, რომლებიც „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი