პროკურორი: მირზა სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, კითხვების ნაწილს მან არ უპასუხა
19-10-2018, 22:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურორები და ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანს შეხვდნენ.

 


პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, საქმეზე არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დღეს კი მირზა სუბელიანი მოწმის სახით გამოიკითხა.

 


„პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა. დღეს ძირითადი კითხვები დაისვა – კითხვების ნაწილზე პასუხი მივიღეთ, ნაწილზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და გამოცხადდება ბრალდების მხარე – პროკურატურა და მას დაუსვამს კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემისაგან დღეს თავი შეიკავა“, განაცხადა პროკურორმა.

 


ვინ ჩაიწერა საუბარი ფარულად საპყრობილეში, აქვს თუ არა საკუთარი ვერსია მირზა სუბელიანს – პროკურორის თქმით, ამ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის განმარტებით, ჩვენების შინაარსზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, თუმცა ადასტურებს, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმეა.

 


„მირზა სუბელიანი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, დამატებითი დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“, განაცხადა პატიმართან შეხვედრის შემდეგ პროკურორმა.

 


ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით არ უპასუხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი