„გირჩი“ დღეს დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაცია „გირჩმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.
„იქნება აბსოლუტურად ცივილური აქცია, სადაც მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც მარიხუანას ლეგალიზების ეშინიათ, შეუძლიათ, მოვიდნენ, დააკვირდნენ, ნახონ და მე დარწმუნებული ვარ, საფრთხეების ის ნაწილი, რომელიც წარმოუდგენიათ, უბრალოდ, მათ თვალწინ გაქრება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე იყოს და ჩვენზე ილაპარაკოს უცხოურმა პრესამ დადებითი კონტექსტით. მე მგონია, რომ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ განვსხვავდებით“, აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.