ნიკა გვარამია: სალომე ზურაბიშვილისთვის 53%-ის დაწერა ივანიშვილის კარის სოციოლოგისა და ცნობილი აფერისტის, ბიგვავას მიერ, არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ისტერიული მდგომარეობის და ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი
20-10-2018, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის - რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში 53%-ით იგებს - სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს სამაუწყებლო კომპანია „ რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც „ფეისბუქზე“ წერს, რომ „კვლევა გამოცხადდა ყველა დადგენილი წესის დარღვევით“ და მისი ავტორი, ზურაბ ბიგვავა არის „ივანიშვილის კარის სოციოლოგი და ცნობილი ყალბისმქმნელი და აფერისტი. ასე რომ, მის მიმართ ნდობა ნულოვანია“.

 


გვარამიას განცხადებით, „ყველა რელევანტური კვლევით (და პირველ რიგში EDISON REASERCH-ის, რომელიც ბოინგია ამ ინდუსტრიაში) პირველ ადგილზე დიდი განსხვავებით არის გრიგოლ ვაშაძე, ხოლო ზურაბიშვილი „ჭიდაობს“ მეორე ადგილისთვის დავით ბაქრაძესთან“.

 


„ქართული ოცნების მიერ გამოცხადებულ ფსიქოპროექტის 53%-ს რაც შეეხება:

 


1. არ არსებობს და თეორიულად გამორიცხულია იმგვარი ალოკაცია, რომელიც 27%-ს 53%მდე გაზრდის.

 


2. კვლევა გამოცხადდა ყველა დადგენილი წესის დარღვევით (ან როდის ჩატარდა, ან რამდენი ადამიანი გამოკითხეს და ა.შ.) და უნდა დაჯარიმდეს მისი გამომქვეყნებელი.

 


3. კომპანია ფსიქოპროექტი არ არის ლიცენზირებული ESOMAR-ის მიერ, ანუ ევროპის კვლევითი ორგანიზაციების საბჭოს მიერ და შესაბამისად არ გააჩნია ხარისხის ნიშანი. მარტივად რომ ვთქვათ, რასაც უნდა იმას დაწერს.

 


4. ფსიქოპროექტის ხელმძღვანელი ბიგვავა არის ივანიშვილის კარის სოციოლოგი და ცნობილი ყალბისმქმნელი და აფერისტი. ასე რომ, მის მიმართ ნდობა ნულოვანია.

 


5. ყველა რელევანტური კვლევით (და პირველ რიგში EDISON REASERCH-ის, რომელიც ბოინგია ამ ინდუსტრიაში) პირველ ადგილზე დიდი განსხვავებით არის გრიგოლ ვაშაძე, ხოლო ზურაბიშვილი „ჭიდაობს“ მეორე ადგილისთვის დავით ბაქრაძესთან. ასე რომ, პირველი ტურით მოგება კი არა, საერთოდ მეორე ტურში გადასვლის პრობლემა აქვს.

 


ასე რომ, მეგობრებო, ციფრი 53% არის მხოლოდ ქართული ოცნების ისტერიული მდგომარეობის და ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი.

 


წყალი არ გაუვა, ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს. ამის გასაფორმებლად მხოლოდ თქვენი არჩევნებზე მისვლაა საჭირო!“- აცხადებს ნიკა გვარამია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი