„მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“ ამ სახელწოდებით თბილისში აქცია მიმდინარეობს.
დევნილები 25 წლის წინ აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნას მსვლელობით აპროტესტებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მსვლელობა „რესპუბლიკის მოედნიდან“ დაიწყო. აქციის მონაწილეებს საკუთარი სახლის გასაღები აქვს მოტანილი და იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში სწორედ ამ გასაღებით აფხაზეთში საკუთარი სახლის კარს გააღებენ.
მსვლელობის მონაწილეები ტროტუარით გადაადგილდებიან, ამიტომ გზის სავალი ნაწილი არ გადაკეტილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.