„საუბრის შინაარსი გამომდინარეობდა დეპუტატზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით“ - მირზა სუბელიანის ინტერესების დაცვაში ახალი ადვოკატი ჩაერთო
20-10-2018, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ციხის სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის, 4-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მისი ინტერესების დაცვაში ახალი ადვოკატი ერთვება.

 

 

გამოკითხვის პროცესს ის ორი ადვოკატი არ დასწრებია, რომლებიც პატიმრის ინტერესებს ამ დრომდე იცავდა.

 

 

პროკურატურის წარმომადგენლები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერების და მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შევიდნენ.

 

 

გამოკითხვა გუშინ, საღამო 6 საათზე, დაიწყო და დაახლოებით, 4 საათს გრძელდებოდა.

 

 

ადვოკატის თქმით, პატიმარმა დაზიანებები სუიციდის მცდელობის დროს მიიღო.

 

 

„მირზა სუბელიანმა ყველა კითხვაზე განაცხადა პასუხი, ბოლოს ერთი და იგივე კითხვის უტრირება ხდებოდა, მასობრივ ინფორმაციაში გასული ინფორმაციის კითხვა იყო დასმული, ადასტურებ თუ არა ამას. მან სრულყოფილად გასცა პასუხი, რომ ეს ინფორმაცია იყო ორ კერძო პირს შორის ინდივიდუალური, პრივატული შინაარსის საუბარი და მისი შინაარსი გამომდინარეობდა დეპუტატზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, რათა ამ უკანასკნელისგან მოეპოვებინა კეთილი განწყობა. ადასტურებს, რომ ამ თემაზე ესაუბრა, მაგრამ ამ საუბრის შინაარსის რეალობას, სიმართლესთან სიახლოვეს, ობიექტურობას უარყოფს“, განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი