დღეს, 12:30 საათზე, ბუდაპეშტში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. საქართველოს ღირსებას დღეს ოთხი სპორტსმენი იცავს – ბექა ლომთაძე (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.). ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ქართველი სპორტსმენებისგან პირველმა სანდრო ამინაშვილმა (86 კგ.) იასპარეზა. ქართველმა ფალავანმა პირველი ბრძოლა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართა და კოლუმბიელი კარლოს მენდესი 6-2 დაამარცხა.
მომდევნო შეხვედრაში ამინაშვილი მოლდაველ იანულოვს და პოლონელ ბარანოვსკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.