პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა გატაცების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე მუხიანში, ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
პროკურორის განმარტებით, საქმეში დევს შემდეგი სახის მტკიცებულებები: თემქისა და მაღლაკისსახლების დათვალიერების ოქმები, მოწმეების ჩვენებები, მანქანის დათვალიერების ოქმები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები.
სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. „გატაცებული იქ ორი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, შემდეგ კი ნაქირავები „ტოიოტას“ მანქანით გადაიყვანეს წყალტუბოში, სოფელ მაკლაკში, სადაც საწოლზე დააბეს, მოგვიანებით კი გატაცებულის მამას დაურეკეს და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ სამი მილიონი ლარი მოსთხოვეს“, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა. საქმეში მონაწილე გარკვეული პირების ვინაობა დასადგენია, მათ შორის ვერონიკა პაპინას სახელით მოქმედი მდედრობითი პირის ვინაობა. დასადგენია ვინმე ასტამურას ვინაობა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის მითითებით საქმეში თანამზრახველია.
დასადგენია პირი, რომელმაც უშუალოდ დაურეკა გატაცებულის მამას სამი მილიონი ლარის მოთხოვნით. ასევე დასადგენია პირი, რომელმაც ვიდეოკამერით გადაიღო დატყვევებულის კადრები და ჩაწერეს მოთხოვნები, რომლებიც ასევე გატაცებულის მამისთვის იყო განკუთვნილი.
ამასთან, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ სხვა თანამზრახველების ნაწილი აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ“, განაცხადა პროკურორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.