13 ივნისს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ზიანის ანაზღაურების წესი შემუშავებულია
03-07-2015, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებით სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განუცხადა.


მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლებთან ერთად იგი მონაწილეობდა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ზიანის ანაზღაურების წესის შემუშავებაში. ამ წესის პროექტი, გუშინ გვიან ღამით დაზარალებულ მოსახლეობასაც გააცნეს. ისინი მათ მიერ შემუშავებულ წესს იზიარებენ.


ბერაძის თქმით, მათ შეიმუშავეს ორი ვარიანტი: პირველი ვარიანტის მიხედვით, კომპენსაცია მოხდება სულადობით. ასეთი პირებისათვის თანხა გაიცემა საცხოვრებელის შესაძენად. მათ გადაეცემათ ასევე 10.000 ლარი პირველადი ნივთების შესაძენად.


მეორე ვარიანტის მიხედვით კი, მოხდება დაზარალებულთა ქონების საბაზრო ღირებულებით თანხობრივი ანაზღაურება და ეს ქონება შემდეგ გადაეცემა მერიას.


"ჩვენი აზრით, მიღებული იქნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც არის უპრეცედენტო, რადგან პირველ ვარიანტში მოსახლეობას დამატებით მიეცემა 10 000 ლარი, ამავდროულად ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, რომ შეგვეფასებინა რა ღირდა მიწის ნაკვეთები და საცხოვრისები სტიქიამდე. 1 კვ. მ შეფასდა 1000 დოლარად. მაგალითად, თუ ორსულიან ოჯახს ეკუთვნის 45 კვ. ბინის ფართი, ჩაერიცხება 45 ათასი დოლარი პირად ანგარიშზე და ამ თანხით ის უზრუნველყოფს მისთვის სასურველი ბინის შეძენას. მეორე წესის მიხედვით კი, მოხდება დაზარალებულთა ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურება", - აღნიშნა რიმა ბერაძემ.


მისივე თქმით, მოსახლეობა თავად აირჩევს, თუ რომელი ვარიანტი იქნება მისთვის სასურველი. ზოგიერთ შემთხვევაში მეორე წესს დაქვემდებარებული დაზარალებული ოჯახები ზარალდებოდნენ, მეორე წესის გამოყენების შემთხვევაში - პირველ წესს მიკუთვნებული ოჯახი ზარალდებოდნენ, ამიტომ ავიღეთ ორივე წესი. ზოგიერთმა სტიქიის შედეგად დიდი ქონება დაკარგა. რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობდა. შესაბამისად, მათ ქონება უნდა აუნაზღაურდეთ.


რიმა ბერაძემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის 25 მილიონი ლარი შეგროვდა, ამ თანხების განკარგვა აისახება თბილისის მერიის ვებგვერდზე, თანხების ნაწილი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასაც მოხმარდება.


მისივე თქმით, სტიქიამ 161 ოჯახი დააზარალა, 19 ადამიანი გარდაცვლილია, სამს კი დღემდე ეძებენ.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ალექსანდრე დანელია
      
აი უყიდეთ:
http://www.bing.com/images/search?q=fema+trailers&qpvt=FEMA+Trailers&FORM=IGRE
http://www.bing.com/videos/search?q=fema+trailers&FORM=VIRE1#view=detail&mid=2FD
09C1C12E0180FC0232FD09C1C12E0180FC023
ამ ორ ბმულს რომ ნახავთ,თვალნათლივ დაინახავთ რაზეა ლაპარაკი.
შეიძლება გაჩუქონ და ფოთშიც მოგიტანონ,გააჩნია როგორ მოინდომებთ.
5 ივლისი 2015 11:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი