სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს“ ესტუმრა
20-10-2018, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ესტუმრა. მან საშემოდგომო დღესასწაულის აღმნიშვნელ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები სწავლობენ.

 

 

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების თანაცხოვრება და ახალგაზრდებს ამ ტრადიციის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ბედნიერი ვარ, რომ შევძელი აქ მოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრობენ, კარგად უგებენ ერთმანეთს. თქვენ აქ, ამ სკოლაში ამ მაგალითს აგრძელებთ, და ეს მთელი ცხოვრება ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ის ფასეულობაა, რამაც დღემდე მოგვიყვანა და არ შეიძლება მისი დაკარგვა, მინდა, მოგილოცოთ, რომ ეს თქვენ შეძელით, სკოლის ხელმძღვანელობას კი მადლობას გადავუხდი ამისთვის და გეტყვით, რომ როგორც პრეზიდენტი, მომავალში თქვენს გვერდით ვიქნები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი