კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედაენის ბაღში 16:20 საათზე დაიწყება. მანამდე კი „გირჩის“ ლიდერები დააკავეს.
„გირჩის“ ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ დედაენის ბაღში მოხდა, სადაც „გირჩი“ დღეს კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.
ადგილზე დილიდან მობილიზებულია პოლიცია და სამართალდამცველების გაძლიერებული შემადგენლობა.
ზურაბ ჯაფარიძე ყველა მსურველს ფესტივალზე მისვლისკენ მოუწოდებს. გირჩის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დაგეგმილი ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დილით შეუქმნეს პრობლემა, რომელსაც უნდა მოეწყო მუსიკალური გაფორმება, ჩვენ მოვედით, რომ გაგვერკვია, რატომ არ უშვებდნენ და რატომ არ ატანდნენ აპარატურას. სანამ ვიყავით ამის გარკვევის პროცესში, უცებ მოვიდა რამდენიმე, ალბათ, 8 კუნთმაგარი პოლიციელი, რომელთაც წაიყვანეს იაგო ხვიჩია. განმარტება რაც გააკეთეს, არის ის, რომ გადაჰყავთ განყოფილებაში ჩხრეკის მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩხრეკა შეეძლოთ აქვე, ადგილზე ჩაეტარებინათ, თუ ეგ იყო რეალური მიზეზი, გვითხრეს, რომ არა, პროცედურაა, რომელიც უნდა დავიცვათ. წაიყვანეს, ამის შემდეგ გავიდა, დაახლოებით, ნახევარი საათი და სხვა სხვა 8 პოლიციელი მოვიდა, რომელმაც განყოფილებაში უკვე ამჯერად ვახო მეგრელიშვილი გადაიყვანეს. ამ წუთში ორი ადამიანია დაკავებული, მიზეზი გაუგებარია, ოფიციალური მიზეზი, რასაც გვეუბნებიან, არის რომ ისინი ჩხრეკის მიზნით გადაიყვანეს. როდის დააბრუნებენ ან სად ჰყავთ წაყვანილები, არ ვიცით. ამ წუთში ჯერ კიდევ აპარატურის საკითხს ვარკვევთ. პოლიციელები გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია აპარატურა შემოვიტანოთ, თუმცა პარკის ადმინისტრაცია გვამისამართებს პოლიციასთან და გვეუბნებიან, რომ ისინი არ შემოგვატანინებენ. წვალებაში ვართ.
ფესტივალი ნიშნავს, რომ აქ ბევრი ადამიანი შეიკრიბება, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პოზიციას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანაფის ლეგალურად მოპოვების გზები - ყიდვა, კულტივაცია ანუ გაზრდა. მე ვაპირებ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინო, რომელიც თუ მე ვერ დამიჭირეს, დეფაქტო დაალეგალებს როგორც კულტივაციას, ასევე რეალიზაციას“, განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.