დავით ბაქრაძე: არჩევნები კაბინეტში შესული კაცის კი არ არის, კაბინეტის გარეთ ვინც რჩებით, თქვენია
20-10-2018, 17:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მარტვილში მხარდამჭერებს შეხვდა.

 

 

დავით ბაქრაძემ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, 28 ოქტომბერის არჩევნები ის ერთადერთი გზაა, რომლის მეშვეობითაც, ადამიანებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

 

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.  

 

 

„ამიტომ შევიკრიბეთ ყველა ერთად, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, მოვიგოთ და ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ეს არის ჩვენი ამოცანა. არჩევნები არ არის იმისთვის, რომ ერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს, ვინც კაბინეტში შევა, ვინც კაბინეტში შევა, ის კარგად იქნება, კაბინეტში შესული და დაკარგული ადამიანი მე არ მინახავს. ისეთი ვინმე უნდა აირჩიოთ, რომელიც იმ კაბინეტში რომ შევა, თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის, ამიტომ თქვენია არჩევნები, თქვენ უნდა გამოიყენოთ არჩევნები. არჩევნები კაბინეტში შესული კაცის კი არ არის, კაბინეტის გარეთ ვინც რჩებით, თქვენია არჩევნები და ამ არჩევნებით თქვენი ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს. არჩევნებზე არმისვლა მთავრობის დასჯა კი არ არის, არჩევნებზე არმისვლა მთავრობის დაჯილდოებაა. მთავრობის დასჯა ტყუილისთვის, გაუკეთებელი საქმისთვის, უკუსვლისთვის, უმუშევრობისთვის, მიუხედავი სოფლისთვის, არის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა.

 

 

როგორც 2003 წელს შევარდნაძე გავუშვით სახლში, ისე გავუშვებთ ივანიშვილსაც სახლში 2018 წელს, მთავარია თქვენ მოინდომოთ და შეძლოთ. ის, რომ ხალხს ძალა არ აქვს, ტყუილია, ხალხს აქვს ძალა. ჩვენც ვიყავით ხელისუფლებაში, ძლიერი ხელისუფლება ვიყავით, 2012-ში როგორც კი გავიგეთ არჩევნების შედეგი, რომ ხალხმა გვითხრა უარი, ერთი წუთი არ მიყოყმანია, ისე გამოვედი კაბინეტიდან. რა იყო, ჩვენზე მაგარი ბიჭები არიან, ჩვენზე ძლიერები არიან? ამიტომ, ხალხო, 2003-ში რომ გეყოთ ძალა, შეგეცვალათ, 2012-ში რომ გეყოთ ძალა, შეგეცვალათ, 2013-ს და 2012-ს არასდროს არ ვადარებ, მაგრამ შეცვლის თვალსაზრისით ვიძახი მხოლოდ. თუ 2012-ში იმის ძალა გეყოთ, რომ მე გამოგეყვანეთ ჩემი დიდი კაბინეტიდან, 2018-ში ამათ რატომ ვერ გამოიყვანთ, რატომ ვერ მოერევით, ზუსტად ისე გამოვიყვანთ ყველას კაბინეტიდან, ერთი კი არა, 10 ივანიშვილი რომ იჯდეს კაბინეტში, 10-ვეს გამოიყვანთ გარეთ, ოღონდაც ხალხმა უნდა მოინდომოთ“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი