„თქვენ ხართ ატომური ბომბი და ერთ ადგილზე გაჩერდით, დედებს ნუ გვკლავთ, ჩვენ გაგაჩერებთ, მთელი ქართველი დედების სახელით“ – ასე მიმართა მოქალაქემ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს.
დედაენის ბაღში, სადაც „გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს მიმდინარეობდა, მარიხუანის ლეგალიზაციის კონტრაქცია გაიმართა. კონტრაქციაზე დედები იმყოფებოდნენ.
მათთან ერთად აქციას უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეც შეუერთდა, რომლის თქმით, შვილების უფლებების დაცვას აპირებს.
კონტრაქციის მონაწილეების განცხადებით, „გირჩი“ სიკვდილის პროპაგანდას ეწევა.
დედაენის ბაღში ხმაური და დაპირისპირება იყო, სადაც მარიხუანის გასაღების ბრალდებით, პრეზიდენტობის კანდიდატი დააკავეს.
ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როცა მან აქციის მონაწილეებს 3 ღერი სიგარეტი გადასცა, რომელშიც კანაფი იყო შერეული.
ჯაფარიძის დაკავების მცდელობას პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია ასევ „გირჩის“ რამდენიმე წევრი და აქციის 12 მონაწილე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.