დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების გაკეთებულ საქმეებს გააგრძელებს
20-10-2018, 20:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“  პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა შეაფასა.

 

 

უსუფაშვილის თქმით, მარგველაშვილს მძიმე ვითარებაში მოუწია პრეზიდენტობა. მან ბევრი და სწორი რამ გააკეთა, რომ არ შედრკა და  არ გაემთელა სისტემას, მაგრამ ამასობაში ბევრი ძალა და ენერგია შეალია სწორედ ამ ბრძოლას.

 

 

უსუფაშვილმა ამ ბრძოლის მიზეზად პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის ინაუგურაციიდან 2-3 კვირაში გაჩენილი კონფლიქტი დაასახელა და განაცხადა, რომ მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ყოფილი პრეზიდენტებისგან გაკეთებული საქმეების გაგრძელებას შეეცდება.

 

 

„ქართული ანდაზა ამბობს „წინა კაცი უკანასი ხიდიაო” , მე მარგველაშვილის გაკეთებული საქმეების გამრავლებას შევეცდები ისევე, როგორც საქართველოს სხვა პრეზიდენტების- გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის. ყველა მათგანმა ბევრი რამ გააკეთა და ბევრიც შეეშალა. ქვეყანა მაშინ ძლიერდება, როცა სხვის ნაშენებს კი არ ანგრევ და თავიდან იწყებ, არამედ აგრძელებ“,  აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

 

მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების პორტრეტების გვერდიგვერდ და თვალსაჩინო ადგილზე გამოფენას გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი