აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გულიკო ჩაფიძე აცხადებს, რომ მედიცინას უნდა წინ წაწევა და ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ ამ სფეროს მიეხედება.
„დღეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, საინტერესო შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა მედიცინის განვითარებას. რა პრობლემებია ამ სფეროში და რა უნდა გაკეთდეს მისი გადაჭრისთვის. როდესაც ვსაუბრობთ, მედიცინის განვითარებაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ძალიან დაბალ დონეზეა, ეს ასე არ არის. იმავეს ვიტყვი ჩემს დარგზე, კარდიოლოგიაზე. ყველა ვცდილობთ წინ წავიწიოთ და ბევრ რამეს მივაღწიოთ, რასაც სჭირდება ხელშეწყობა. ძალიან კარგი რამ თქვა ქალბატონმა სალომემ, გამარჯვების შემდეგ შეგხვდება და დაწვრილებით განვიხილავთ, მოისმენს ჩვენს აზრს, რა არის საჭირო მედიცინის განვითარებისთვის”, განაცხადა გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.