გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული - სასამართლომ ვაშაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
21-10-2018, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ეკა ჯინჭევალაშვილმა მოსარჩელე მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 


საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ოპოზიცია ითხოვს, ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, მიეთითოს გაერთიანებული ოპოზიცია.

 


გუშინ საქმის არსებითი განხილვა გაიმართა, სადაც მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, საქმეს დაერთოს სააგიტაციო მასალები, კანდიდატის პლაკატები და მაისურები, რომელზეც ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის სახელითაა დაფიქსირებული. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 


მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ თავდაპირველად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა განცხადებით, როდესაც თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი დაარეგისტრირა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 


გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული.

 


გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი