„პროკურატურამ გასცა ეს ინფორმაცია, რომ ვაპირებდი ამ ბავშვთან შეხვედრას“ - ზაზა სარალიძე  „კურიერის“ მიერ გასაჯაროებულ ახალ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება
21-10-2018, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე  „კურიერის" მიერ გასაჯაროებულ გლდანის ციხის ახალ ფარულ  ჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმეს თანხა გადაუხადეს. აუდიოფაილის თანახმად, მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში, თბილისის ყოფილი პროკურორიც მონაწილეობდა.

 

 

მოკლული მოზარდის მამა აცხადებს,  რომ მოწმე, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, მთავარ პროკურატურაში თადუმაძის დანიშვნამდე, უცხო პირის სახელით დაუკავშირდა მას და შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

 

 

ზაზა სარალიძის თქმით, მან ამ ფაქტზე შსს-ს  მიმართა და შეატყობინა, რომ ეს პირი აპირებდა მასთან შეხვედრას. შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ ამ გზით მან თავი დაიზღვია, რათა არ მომხდარიყო დაბრალება, თითქოს ის აპირებდა მოწმის მოსყიდვას.

 

 

მისი თქმით, თავდაპირველად საქმის ფალსიფიცირება მირზა სუბელიანის დავალებით დაიწყო, უკვე ერთ თვეში კი პროკურატურამ უკან დახევა ვეღარ შეძლო, საქმე იმდენად დამძიმდა. სარალიძე აცხადებს, რომ მოწმე მენაბდემ, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, თავიდანვე ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას.

 

 

„ეს ხდება 15 ივლისს.  15 ივლისს, როდესაც პროკურატურას გადაეგზავნა ეს ჩემი განაცხადი, ორშაბათს ეს ბავშვი გადაიკეტა.  პროკურატურამ გასცა ეს ინფორმაცია, რომ ვაპირებდი  ამ ბავშვთან შეხვედრას და აპირებდნენ ფარულ ჩაწერას რას ისაუბრებდა ეს ბავშვი და პროკურატურამ ეს საქმე გაყიდა ასე რომ ვთქვათ. ფაქტია  ზეწოლა მიმდინარეობს არამარტო ამ ბავშვზე,  არამედ ყველა მოწმეზე მიმდინარეობდა პირველივე დღიდან. ზოგზე  ზეწოლა მიმდინარეობდა, ზოგი მართლაც  სცემეს, რასაც პირდაპირ  ადასტურებს მიხეილ კალანდია თავის ჩვენებაში რომ გვერდით ოთახში მამაჩემს სცემდნენო და ჩემს ცემასაც აპირებდნენ.

 

 

საინტერესო რა არის იცით, მენაბდეზე არის ჩაწერილი დაკითხვის ფარული ჩანაწერი. იქ რაღაც-რაღაც დეტალებს ლაპარაკობს. კალანდიასაც ახსენებს, ძალიან საინტერესო დეტალებზე საუბრობს, მაგრამ პროცესზე შეცვალა ჩვენება, სულ სხვა რაღაცეები ილაპარაკა“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი