მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა და მას ჩვენება არ შეუცვლია - ასეთია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გიორგი მენაბდის ადვოკატის განმარტება. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო დროს მენაბდეს არ შეხვედრია, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მისი ჩვენებები იდენტურია თანხის გადახდის აუცილებლობას გამორიცხავს.
„არასდროს მენაბდეს არ შეუცვლია ჩვენება პირველივე დღიდან ანალოგიური ჩვენებას აძლევს. ერთი და იგივეა პირველი ჩვენებაც და ბოლო ჩვენებაც და ეს საიდან მოვიდა ეს ამბავი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჯერ ერთი, როდესაც პარლამენტის კომისიაზე იყო მისი გამოკითხვა იმის მერე მე შეხება აღარ მქონია, აღარ შევხვედრილვარ. ეგ როდის მოხდა, რა მოხდა, საერთოდ მოხდა ეგეთი რაღაც? იმიტომ რომ არ შეუცვლია კაცს ჩვენება და რანაირად შეიძლებოდა ვინმეს რამე სურვილი გასჩენოდა“, განაცხადა გიორგი მენაბდის ადვოკატმა დავით დადიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.