მურმან დუმბაძე: 2012 წლის 2 ოქტომბრიდან, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პოლიტიზირებულმა სუს-მა და არაფორმალურმა მმართველმა
21-10-2018, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ბათუმში მხარდამჭერებს ხვდებიან. შეკრებილ ებს სიტყვით მიმართა პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ, რომელმაც წინა არჩევნები და ხელისუფლების ცვლილების პერიოდი გაიხსენა. მათ შორის 2012 წელი, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, არჩევნებით შეიცვალა. მურმან დუმბაძემ სიტყვით გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოც“ ახსენა და განაცხადა, რომ ეს პარტია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მურმან დუმბაძე ოპოზიციის გაერთიანების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნებში მოგება სწორედ რომ გაერთიანებით არის შესაძლებელი.

 

 

„2012 წლის პირველ ოქტომბერს, საღამოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა დამარცხება და ეს იყო ქართული სახელმწიფოს გამარჯვების დღესასწაული. 22 წლის განმავლობაში, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ვიდრე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთთან, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების ნაცვლად, ხელისუფლება შეცვალა.

 

 

2012 წლის 2 ოქტომბრიდან, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პოლიტიზირებულმა სუს-მა და არაფორმალურმა მმართველმა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი ის მიზეზიცაა. ჩვენ მივიღეთ გაყალბებული არჩევნების შედეგად 4/5-იანი უმრავლესობა, ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში შეტანილი ოპოზიცია, მახინაციებით შეტანილი ოპოზიცია, ვითომ ოპოზიცია და ჩვენ იქვე მივიღეთ საქართველოს პარლამენტის წიაღშივე წარმოშობილი ვითომ ოპოზიცია, სახელით - ევროპული საქართველო და ნომრით 2. არ ენდოთ, ბიძინასია.

 

 

ჩვენი მოგება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დიდი გაერთიანებით და მე ვარ ძალიან მოხარული, რომ 11 პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული აზრებით, დავჯექით ერთად, მოვილაპარაკეთ და შექმენით ნამდვილი ოპოზიციური გაერთიანება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა - ძალა ერთობაშია“, განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი