გრიგოლ ვაშაძე: „მოთმინების საზღვარი უკვე ამოწურულია... ამოვიდა ყელში თქვენი „ქურდული ოცნება“
21-10-2018, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როგორც კი ეროვნული, პროდასავლური და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში გაორმაგებულად გავაგრძელებთ აჭარის ერთ-ერთ ევროპულ რეგიონად გადაქცევას“- ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ აჭარის განვითარება შეეფერხებინა. მან მაგალითისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიყვანა, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაანაწევრა და ბინებად გაყიდა. გრიგოლ ვაშაძემ პირობა დადო, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაბრუნდება ბათუმში.

 

 

გრიგოლ ვაშაძემ ფართო მასშტაბიანი შეთქმულება უწოდა იმ ჩანაწერებს, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს და განაცხადა, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება კიდევ ბედავს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შემოხაზონ 48 ნომერი.

 

 

გრიგოლ ვაშაძემ მთავარ მძარცველებად ლომბარდები და მევახშეები მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ ბანკები ძარცვავენ ხალხს და ხალხი გარბის ქვეყნიდან. 

 

 

მისი თქმით ეს არჩევნები გაერთიანებულ ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მოგებული აქვს. 

 

 

„რისთვის უნდა შემოვხაზოთ კიდევ 48-ჯერ რომ ამოვაღებინოთ ჯიბიდან ფული? და 48 კი არა 48 ათას კრიმინალს, რომ თავზე დავასვათ საფრანგეთიდან ჩამოტანილი მატრიოშკა იმისთვის რომ დემოკრატიული ფასადი შევუნარჩუნოთ? არასოდეს ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ქართველი მოთმინების  საზღვარი უკვე ამოწურულია. ამოვიდა ყელში თქვენი ქურდული ოცნება. თქვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეთ ჩვენ სუყველას.

 

 

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებით გაერთიანებულ ოპოზიციას ეს არჩევნები მოგებული აქვს უკვე დღეს“, განაცადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით "ქართული ოცნება" ავრცელებს ხმას თითქოს გაერთიანებული ოპოზიცია რევანშს და რევოლუციას ამზადებს. მისი თქმით მსგავსი არაფერი ხდება და ეს აბსურდული ბრალდებაა. 

 

 

მისვე თქმით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიგრაციის საკითხები იქნება განხილული რათა შეწყდეს ქვეყანაში გაურკვეველი ხალხის შემოდინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი