დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - არის ჭაობი სალომე ზურაბიშვილის სახით და რევანში და რევოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით
21-10-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტის სასახლეში „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველს შეხვდა. სიტყვით გამოსვლის დროს დავით ბაქრაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მისი თქმით, მოქალაქეებმა ივანიშვილის გუნდს უარი უნდა უთხრას. ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანა არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.

 


დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი განცხადებები აზიანებს ქვეყანას.

 


დავით ბაქრაძის განცხადებით ხელისუფლება დღეს ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - არის ჭაობი სალომე ზურაბიშვილის სახით და რევანში და რევოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რაც არის აბსურდია.

 

 

„დღეს ჩვენი საზოგადოება დადგა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. გამოწვევის, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბოლომდე გამოიწვიოს ხალხი და პრეზიდენტად წარადგინოს ადამიანი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. არის მიუღებელი მისი პოზიციის და განცხადებების გამო, რომელიც პირდაპირ აზიანებს საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არის მიუღებელი მისი განცხადებების გამო რომელიც პირდაპირ აპირისპირებს საზოგადეობის სხვადასხვა ჯგუფებს ერთმანეთთან. დღეს ხელისუფლების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად ეს არის გამოწვევას და შეუძლია თუ არა საზოგადოებამ აჩვენოს, რომ ამ გამოცდას გაივლის და ეტყვის მას უარს.

 


ხელისუფლება დღეს ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი არჩევანი, რომ ქართველებს არ გვაქვს მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ცუდს და უარესს შორის. ჩვენი არჩევანი არის იმ ჭაობს, უიმედობასა და უპერსპექტივობას შორის სადაც დღეს ვართ და არეულობას, შურისძიებას და აგრესიული წარსულის დაბრუნებას შორის მომავალში. აი, ეს არის დღეს იარაღი, რომელიც ხელისუფლებას უჭირავს ხელში და სამწუხაროა რომ ამ მიზნით ხელისუფლება ეფექტურად იყენებს ოპოზიციის ნაწილს. მათ შორის იმ ნაწილს, სადაც წლების განმავლობაში ჩვენს ვიყავით, საუბარი მაქვს ენმ-ზე. წარსული შეცდომების არაღიარება და საზოგადოებასთან ღია დიალოგის არარსებობა, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა რომ მომავალში შურისძიება არ იქნება და არ იქნება არეულობა, ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას რომ გამოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე. ან იქნება სალომე ზურაბიშვილის და ჭაობი, ან იქნება ენმ და რევანში.აი ამას აკეთებს დღეს ხელისუფლება. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ რაიმე ფორმით დავიჯერო ის რასაც ის ამბობენ, მე ვიყავი იქ, იმ პარტიაში და ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს არეულობის და გადატრიალების შესახებ“, განაცხადა დავთ ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი