„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე მთავარ პროკურატურაში ის იყო პასუხისმგებელი პირი და საქმის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს ელექტრონული ფოსტის საშუალებით აწვდიდა.
გვარამიას თქმითვე, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ისტერიულად მოითხოვდა 7 ნოემბერს „იმედის“ დარბევას.
„სხვათა შორის, 7 ნოემბერზე რომ ხშირად ვსაუბრობთ და შეცდომები დაუშვა მაშინ ხელისუფლებამ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიულად 7 ნოემბრის ამბების ისე დასრულებას, იმედის დარბევას და ასე შემდეგ.
პატარკაციშვილის მიმართ ჩემი პოზიცია მაქვს და არასდროს არ შემეცვლება, მაგრამ პატარკაციშვილის უფრო დაცინვა, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადო გულშემატკივრად, არ წარმომიდგენია. მთავარი მოზიზღარი იყო მისი, არავინ ისე არ ეზიზღებოდა ბიძინა ივანიშვილს, იმაზე მეტად და არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც ბადრის. თუ ვინმე ფულის გადამხდელი იყო ბადრის მკვლელობაში, იყო ბიძინა ივანიშვილი.
მე ვმუშაობდი ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, პასუხისმგებელი პირი ვიყავი საქართველოს პროკურატურაში. მე ხომ ვიცი, ვის ვუგზავნიდით პირველ იმეილებს, რომ დაწყნარდით, ყველაფერი წესრიგშია, ბატონო ბიძინა. ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მოითხოვდა დახვრეტას ბადრისი, მოკვლას, გადაშენებას და ასე შემდეგ“, განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.