ქალაქ გარდაბანში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2018“ გაიმართა.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გარდაბანში, თბილსრესის მოედნისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. სპეციალურად დამონტაჟებულ 2 სცენაზე, მაყურებლის წინაშე საკონცერტო ნომრებით ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები და ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ. მოეწყო საგამოფენო სივრცეები და აგრო-პავილიონები.

ამავე დღეს, დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 23 წარჩინებული მოსწავლე და გამოვლინდა 6 საპატიო მოქალაქე, რომელთაც სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებმა ზვიად ჭუნაშვილმა, კახაბერ კობერიძემ, ზაურ დარგალმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა გადასცეს და სცენიდან გარდაბნელებს დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს.

ღონისძიება რეგის, პოპ და ფოლკ-როკის ჟანრის მუსიკის შემსრულებელმა, ცნობილი ჯგუფმა „33ა"-მ და ნიაზ დიასამიძემ დაასრულეს.
„გარდაბნობა2018" გრანდიოზული, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.