მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება - „პერსპექტივაში ეს დაგვეხმარება, რომ რუსთავიც მიბმული იყოს ამ პროექტს“
22-10-2018, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“-ს პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მისი მთავრობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალ მეტროსადგურებს ააშენებს. „პერსპექტივაში ეს დაგვეხმარება რომ რუსთავიც მიბმული იყოს ამ პროექტს“, განაცხადა ბახტაძემ, რომელმაც ახსნა თუ რატომ შეჩერდა შემოვლითი რკინიგზის განხორციელება.

 

 

„ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში სრულიად ობიექტურად მოხდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება, ვინაიდან ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდაუფრო მეტიც, იყო კონტპროდუქტიული და რეტროგრადული მე ვიტყოდი. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერც ერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი, რკინიგზა. ვერ ნახავთ ვერცერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი.

 


გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს. ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ, ჩვენ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით.

 

 

მოგვეხდინა რკინიგზისა და მეტროს ინტეგრირება ყველაზე ეფექტური საშუალებით.... შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგრომელაციაც ვითარდება და პერსპექტივაში, მომავალში ქალაქი რუსთავი შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოვაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი