„მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“-ს პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქში შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი 200-ამდე ელექტროავტობუსი.
როგორც კალაძემ თქვა, თავდაპირველად მას ეგონა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება თბილისში შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.
კალაძის თქმითვე, ახალ ავტობუსებში მგზავრებისთვის უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი, 2019 წლის ბოლომდე კი სრულად ჩანაცვლდება დღეს არსებული ყვითელი ავტობუსები და დაახლოებით 550 ერთეული სრულიად ახალი ავტობუსი ეყოლება თბილისს. ეს იქნება დიზელზე და გაზზე მომუშავე ავტობუსები და ელექტროავტობუსები. კალაძემ აღნიშნა, რომ 2019 წლის შემდეგ დედაქალაქში შემოსული ყველა ავტობუსი იქნება ელექტრო.
მერის ინფორმაციით, 2021 წლამდე დედაქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
კალაძემ თქვა, რომ 2019 წლიდან რამდენიმე ცენტრალურ უბანში ზონალური პარკირების სისტემა შემოვა. „მომავალი წლიდან უკვე შემოგვაქვს ზონალური პარკირების სისტემა, ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება განსხვავებული ტარიფები“, განაცხადა მან.
მერის თქმითვე, 2021 წლამდე თბილისის მეტროპოლიტენს დაემატება 12 ახალი შემადგენლობა, რაც მოცდის დროის შემცირებას გამოიწვევს.
კალაძემ აღნიშნა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ელექტრომობილების შემოყვანას და მერია ამ მიმართულებით მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მოქალაქეებს. მაგალითისთვის, როგორც მერმა განაცხადა, ელექტროავტომობილებს ზონალური პარკირება არ შეეხებათ და მათთვის პარკირება უფასო იქნება, ხოლო ელექტროდამტენების მონტაჟს მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.